სატრანსფორმატორო ზეთის საზომი მოწყობილობა TOR-2
TOR-2 სატრანსფორმატორო ზეთის ექსპრეს-ტესტერი შექმნილია მინერალურ საიზოლაციო ზეთებში და ეთერზე დაფუძნებულ საიზოლაციო ზეთებში ტენიანობის და წყალბადის შემცველობის დასადგენად. ტენიანობის და წყალბადის შემცველობა განისაზღვრება მილიონის ნაწილებში (ppm).
ზეთში წყალბადის და ტენიანობის შემცველობის , აგრეთვე მისი ცვლილების სიჩქარის ცოდნით, შესაძლებელია ტრანსფორმატორში განვითარებული დეფექტების წინასწარ განსაზღვრა და დროული ზომების მიღება ტრანსფორმატორის გატეხვის ( გაფუუჭების) თავიდან ასაცილებლად.
ტენიანობის გაზომვა
მოწყობილობა ზომავს წყლის აქტივობას ტევადობითი სენსორის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას დიდი დროის განმავლობაში და არ ექვემდებარება დამაბინძურებლებლეს. ასევე იზომება ზეთის ტემპერატურა. ამ გაზომვების საფუძველზე გამოითვლება ტენიანობის შემცველობა.
წყალბადის შემადგენლობის გაზომვა
წყალბადის შემცველობის გასაზომად გამოყენება მაღალი შერჩევითი მყარი სენსორი, რომელიც უშუალოდ ზეთში იძირება. სენსორი უზრუნველყოფს პირდაპირი გაზომვების სიზუსტეს და საიმედოობას. წყალბადის დაბალი ხსნადობა ზეთში და მისი მაღალი დიფუზურობა აადვილებს მის დაბალ კონცენტრაციებში გამოვლენას, რაც შესაძლებელს ხდის ტრანსფორმატორში დეფექტის არსებობის გამოვლენას.
№ |
პარამეტრის დასახელება |
მნიშვნელობა |
ტენიანობის საზომი მახასიათებლები |
||
1 |
სამუშაო დიაპაზონი aw (წყლის აქტივობა (aw)) |
0…1 |
2 |
სიზუსტე 20°C (68°F) |
±0.02 aw (0…0.9 aw) ±0.03 aw (0.9…1 aw) |
3 |
ტემპერატურის გაზომვა |
დიახ |
4 |
სამუშაო გარემოს ტემპერატურა, °C (°F) |
0…55 (32… 131) |
წყალბადის გაზომვის მახასიათებლები |
||
6 |
გაზომვის დიაპაზონი, ppm |
25-5000 |
7 |
სიზუსტე |
20% მაჩვენებლისგან ან 25 ppm |
8 |
განმეორებადობა |
10% მაჩვენებლისგან ან15 ppm |
9 |
რეაგირების დრო |
<60 წთ (90% ნაბიჯის შეცვლა) |
10 |
ჯვარედინი მგრძნობელობა: |
2%-ზე ნაკლები ჯვარედინი მგრძნობელობა სხვა აირების მიმართ (CO, CO2, ნახშირწყალბადები) |
11 |
სამუშაო გარემოს ტემპერატურა |
0…55 (32… 131) |
13 |
მითიტებულლი სიმძლავრე |
60 |
14 |
სამფაზიანი ცვლადი დენის ქსელის კვების ძაბვა სიხშირით50 ჰც, ვ |
220 |
15 |
გაბარიტულლი ზომები,მმ (in) არაუმეტეს –სიგრძე – სიგანე – სიმაღლე |
235 (9) 265 (10) 350 (14) |
16 |
მასა, კგ (lbs) არაუმეტეს |
10 (22) |
- ტენიანობისა და წყალბადის განსაზღვრა მცირე რაოდენობაშიც კი;
- წყალბადის შემცველობის უწყვეტი მონიტორინგი იძლევა საიმედო ინფორმაციას საწყისი დაზიანების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფორმატორის მდგომარეობიდან გამოსვლა;
- კომპაქტურობა;
- მუშაობის სიმარტივე: ნიმუშის შესაცვლელად საკმარისია შეცვალოთ მოსახსნელი ჭიქა და დააჭიროთ ღილაკს „დაწყება“ გაზომვის დასაწყებად;
- გაზომვები არ საჭიროებს სახარჯო მასალას;
- ზეთში სხვა აერების არსებობა გავლენას არ ახდენს გაზომვების სისუსტეზე;
- დაკალიბრების სიმარტივე;
- არ საჭიროებს პროფილაქტიკურ მომსახურებას.