GlobeCore / სამრეწველო ზეთების რეგენერაცია / რეგენერაციის მობილური სადგური СММ-0,001У ( ლაბორატორიული)

რეგენერაციის მობილური სადგური СММ-0,001У ( ლაბორატორიული)

რეგენერაციის მობილური სადგური СММ-0,001У განკუთვნილია საწვავის წმენდის და

ზეთების რეგენერაციისთვის, რომელთა სიბლანტე არ აღემატება 70  cst  20ºС დროს.

მოწყობილობა არის უნივერსალური, რადგან ის თითქმის ნებისმიერი სახის ნავთობპროდუქტის გადამუშავების საშუალებას იძლევა, მათ შორის სატრანსფორმატორო, საინდუსტრიო და ტურბინის ზეთები, ასევე ღუმელის ზეთები, გაზის კონდენსატი და დიზელის საწვავი.

აღჭურვილობის ლაბორატორიული ვერსია შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც კვლევითი ინსტიტუტების მიერ, ასევე საწარმოებების, რომლებმაც ადრე შეიძინეს დიდი დანადგარები  СММ-0,001У.

ამოცანების პოტენციური დიაპაზონი, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია СММ-0,001У  ინსტალაციის გამოყენებით:

  • ნავთობპროდუქტების გაწმენდისას სხვადასხვა ადსორბენტების ეფექტურობის შესწავლა;
  • ნარჩენი ნავთობპროდუქტების დამუშავების რეჟიმის ოპტიმიზაცია დანადგარზე СММ-0,001У;
  • რეგენერაციის ეფექტურობისა და სიჩქარის შეფასება საწყისი პირობების შეცვლისას, აგრეთვე ადსორბენტის ხარჯები, დამუშავებული ნავთობპროდუქტის სახეობიდან გამომდინარე

ლაბორატორიული დანადგარები СММ-0,001У – შემადგენლობა

საწვავის გამწმენდისა და ზეთის რეგენერაციის ლაბორატორიული დანადგარი შედგება რეგენერაციის მოდულისგან, ჩარჩოსგან, ვაკუუმური ავზისგან, ვაკუუმური ტუმბოსგან, მართვის კაბინიდან, კოალესცენტური საშრობისაგან და მილსადენისგან.

მუშაობის პრინციპი

დანადგარის მუშაობის პრინციპი ემყარება გათბობას, ვაკუუმის ზემოქმედებას და ადსორბენტის რეგენერაციულ თვისებებს.

ადსორბენტის საჭირო რაოდენობა იყრება რეგენერაციის მოდულში. ზეთი იშვება ადსორბენტში, რის შემდეგაც იგი მიდის ვაკუუმ ავზში. ვაკუუმური ტუმბო ქმნის საჭირო წნევას. რეგენერაციის პროცესის დასრულების შემდეგ იხსნება სპეციალური ონკანი და აღდგენილი ზეთი ისხმება ვაკუუმური ავზიდან.

სტრუქტურულად, რეგენერაციის მოდული მზადდება ავზის სახით, რომელიც ნახევრად ივსება ადსორბენტით. მის ზედა ნაწილში არის საფარი, რომელშიც ასხამენ ზეთს და ყრიან ადსორბენტს.

რეგენერაციული მოდულის ქვედა ნაწილში არის რეზინის სახელო, რომელიც ადსორბენტით ივსება და ქვედა საფარი რომლიდანაც ხდება ვაკუუმირება, იყრება გამომუშავებული ადსორბენტი და იღება ზეთის სინჯები.

რეგენერაციის მოდულის გარე ზედაპირი შეფუთულია ელექტრო გამათბობლით და იზოლირებულია სითბოს იზოლატორით.

პარამეტრის დასახელება

მნიშვნელობა

1

რეგენერაციის წარმოება, ლ/ს

-სატრანსფორმატორო ზეთების

3-5

– ტურბინის ზეთების

3-5

– სამრეწველო ზეთების

2-4

-მუქი ღუმელის ზეთების

4-10

-მუქი დიზელის საწვავი

4-10

– მუქი გაზის კონდენსატის

6-11

2

რეგენერაციული ფხვნილის დანახარჯი ზეტის მასის %

-სატრანსფორმატორო ზეთების

3-17

– ტურბინის ზეთების

3-17

-სამრეწველო ზეთების

3-17

-მუქი ღუმელის ზეთების

5-20

–მუქი დიზელის საწვავის

1-7

-მუქი გაზის კონდენსატის

1-3

3

რეგენერაციული ფხვნილის მასა რეგენერაციის მოდულის შესავსებად , კგ

3

4

ზეთის დანაკარგი % თავდაპირველი მოცულობისგან

-სატრანსფორმატორო ზეთების

3-5

– ტურბინის ზეთების

3-5

-სამრეწველო ზეთების

3-5

-მუქი ღუმელის ზეთების

3-5

-მუქი დიზელის საწვავი

2-4

-მუქი გაზის კონდენსატის

1-3

5

გამათბობლის სიმძლავრე, კვტ

0,16

6

მითითებული სიმძლავრე, კვტ

1,0

7

სამფაზიანი ცვლადი დენის ქსელის კვების ძაბვა სიხშირით 50 ჰც, ვ

380

8

გაბარიტული ზომელი, მმ:

1,0

-სიგრძე

500

-სიგანე

550

-სიმაღლე

750

9

მასა, კგ არაუმეტესი

65

  • კომპაქტურობა
  • მარტივი ტრანპორტირება
  • ჩვეულებრივ როზეტებთან დაკავშირების შესაშძლებლობა
  • იძლევა ზეთის ნიმუშების გაწმენდის საშუალებას მისი უშუალო გამოყენების ადგილზე
  • ხმაურის გარეშე მუშაობა

    GlobeCore

    დაგვიტოვეთ შეტყობინება